სიახლეები

ახალგაზრდა არქეოლოგთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია

 

არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 28 მარტს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა არქეოლოგთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ძეგლებზე გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალები, მათი ტრასოლოგიური და ფუნქციონალური, ასევე, თეორიული სახის კვლევები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ ,,არქეოლოგიას“ მეორე ნომრის პრეზენტაცია.