ჩვენ შესახებ

,,არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი“ წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის პროექტს რომლის  მიზანია არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, დარგის განვითარებისათვის ხელშეწყობა, აღნიშნულ და მომიჯნავე დისციპლინებში ჩართული მეცნიერებისა და სტუდენტების მხარდაჭერა, არქეოლოგიური ტურიზმის განვითარება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად ცენტრი ანხორციელებს შემდეგ აქტივობებს:

არქეოლოგიის დარგში, ასევე, მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე ინსტიტუტების, ცალკეული მეცნიერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

არქეოლოგიური ტურიზმის განვითარებას; არქეოლოგიით დაინტერესებული საერთაშორისო ვიზიტორების და პროფესიონალების მოზიდვას საქართველოში. თანამშრომლობას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც  პროფესიულ დონეზე ანხორციელებენ არქეოლოგიურ ტურებს.

ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში არქეოლოგიით დაინტერესებული საერთაშორისო სტუდენტებისა და მეცნიერების, დაინტერესებული პირების ვიზიტებს.

პარალელურად, ცენტრი უზრუნველყოფს არქეოლოგიის მიმართულებით ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ, არქეოლოგიისათვის საინტერესო ახალი ტექნოლოგიების გამოცდებს რადიოინჟინერიის, ქიმიის, ბიოტექნოლოგიების, რობოტექნიკის და სხვ. მიმართულებით.

ცენტრი თანმიმდევრულად განახორციელებს მეცნიერებისათვის ერთობლივი გამოყენების არქეოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის დაფუძვნებას. თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია უზრუვნელყოფს რეგიონიდან შეკვეთების მოზიდვას.

ცენტრი განახორციელებს თანამედროვე კონცეფციის არქეოლოგიის მუზეუმის შექმნას. ასევე, დარგის მნიშვნელოვან პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, მათ შორის სკოლის ბავშვებისთვის შექმნის გასართობ-შემეცნებით პროცესებს.

არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მზად იქნება ხელი შეუწყოს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს. უზრუნველყოფს საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც ერთერთი უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნისა აღნიშნულ სფეროში.