სიახლეები

,,სამშვილდე“ ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის ყოველწლიურ საანგარიშო კონფერენციაზე

 

2018 წლის 5 იანვარს ქ. ბოსტონში (აშშ), ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რიგით 119-ე ყოველწლიური არქეოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მიწვეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, პროფ.  დ. ბერიკაშვილი. კონფერენციაზე  წარდგენილ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი ,,სამშვილდე“ ძეგლის არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევები.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტი ამ სფეროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველი წლის დასაწყისში მართავს შემაჯამებელ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდიანრე მსხვილი არქეოლოგიური პროექტებისა და მათი სამეცნიერო შედეგების შესახებ. საქართველოს უნივერსიტეტი კი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ოფიციალურად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე.