სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტების სტაჟირება ირანში

 

არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელშეწყობით საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ირანში. ისენი მოინახულებენ შირაზის, ბუშერისა და ხუზისტანის პროვინციის ძირითად არქეოლოგიურ ძეგლებს და გამართავენ პრეზენტაციას ბუშერის უნივერსიტეტში ქართული არქეოლოგიური მემკვიდრეობის შესახებ.