პროექტები


     საქართველოს უნივერსიტეტსა და კალაბრიის უნივერსიტეტს შორის (იტალია) გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობასა და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

     კალაბრიის უნივერსიტეტი ევროპის  ერთერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რომელსაც გააჩნია უდიდესი კვლევითი-სამეცნიერო ბაზა არქეოლოგიური ძეგლებისა და მონაპოვრების კვლევა-კონსერვაციის სფეროში.

     თანამშრომლობის საწყის ეტაპზე შემუშავდა პროექტი, რომელშიც კალაბრიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტებისა და სტუდენტების ჩართულობით, სამშვილდეში  აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის კერამიკული ფრაგმენტების პეტროგრაფიულ კვლევებს გულისხმობს.