პროექტები
2017 წლის 14 ნოემბერს ირანის ეროვნული მუზეუმის მიწვევით არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში წარადგინა პრეზენტაცია - ,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი და უახლესი აღმოჩენები სამშვილდედან“.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ირანის ეროვნული მუზეუმისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციასთან. განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები:
- საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრსა და ირანის ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის გაფორმება.
- უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სტაჟირება/გაცვლითი პროგრამები ირანში.
- თანამშრომლობა საველე-არქეოლოგიურ და ასევე, საგამოცემლო-საკონფერენციო მიმართულებებით.