პროექტები


 

საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრმა 2017 წლის 13 მაისს განახორციელა პირველი პროექტი ,,აღმოაჩინე სამშვილდე“. პროექტის ფარგლებში ცენტრის ორგანიზებით მოეწყო არქეოლოგიური ტური სამშვილდის ნაქალაქარზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:

პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამშვილდის ნაქალაქარი და ესტუმრნენ საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურ ბაზას, სადაც საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა მათ გააცნეს სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის უახლესი აღმოჩენები და არქეოლოგიური მასალა. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საჩუქრად არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ბრენდირებული სუვენირები გადაეცათ.