სიახლეები
იშთარის კარიბჭედან პერსეპოლისის ტერასამდე. პერსეპოლისის გათხრების ათი წელი
22 მარტს არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევით პერსეპოლისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალირეზა ასკარი ჩავერდი საქართველოს უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას ,,პერსეპოლისის გათხრების ათი წელი''.
პროფესორი ჩავერდი პერსეპოლისის არქეოლოგიურ ექსპედიციას ათ წელზე მეტი ხანია ხელმძღვანელობს. იგი ლექციაზე წარმოადგენს გათხრების უახლეს შედეგებს და ახლად აღმოჩენილ არტეფაქტებს.
ლექცია გაიმართება სპარსულ ენაზე ქართული სინქრონული თარგმანით. დასწრება თავისუფალია.