სიახლეები

ახალგაზრდა არქეოლოგთა მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია. რეგისტრაცია დაიწყო.

 

 ახალგაზრდა არქეოლოგთა მეოთხე სამეცნიერო კონფერენციისათვის აპლიკაციების მიღება დაიწყო.  კონფერენციაზე იმუშავებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა სექციები. ცალკე პანელი დაეთმობა იმ მკვლევარებს, რომლებსაც სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვთ ბოლო 6 წლის მანძილზე.  პრიორიტეტი მიენიჭება იმ მოხსენებებს, რომლებიც ასახავენ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული კვლევის შედეგებს. ასევე მოხსენებებს რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციას ახალი გათხრების, არქეოლოგიური მასალებისა და არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევების შესახებ.

აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:

 

https://www.facebook.com/international-archaeological-centre