სიახლეები
YOCOCU - საქართველოს უნივერსიტეტი
YOCOCU (Youth in Conservation in Cultural Heritage) მიწვევით საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია 22-26 მაისს მიწვეულია იტალიის ქალაქ მატერაში, მეხუთე მსოფლიო კონგრესზე რომელიც ეხება არქეოლოგიური, არქიტექტურული, ისტორიული, სახელოვნებათმცოდენო და სხვ. სახის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციას, ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის თანამედროვე გამოცდილებას და მის გაზიარებას პარტიორ ორგანიზაციებს შორის.
აღსანიშნავია, რომ მატერაში YOCOCU-ს, კალაბრიის უნივერსიტეტსა (იტალია) და საქართველოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციათა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
YOCOCU მომდევნო მსოფლიო კონგრესს 2020 წელს მასპინძლობს საქართველოს უნივერსიტეტი.